საქველმოქმედო ღონისძიება ჩაქვში

2013 წლის 13 თებერვალს ჩაქვის N1 საჯარო სკოლის  სამოქალაქო კლუბის წევრებმა საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარეს  სკოლის სააქტო დარბაზში, რომელიც მოეწყო თანასკოლელი მოსწავლეების მარი და მირანდა მახარაძეების დახმარების მიზნით. მათ ცოტა ხნის წინ სახლი დაეწვათ და ოჯახი ძალიან დაზარალდა.
კლუბის წევრების ორგანიზებით გაიმართა კონცერტი სახელწოდებით „მონატრებული ჰანგები“ , რომელშიც  მონაწილეობა მიიღეს ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ოჰოი ნანამ“ და სკოლის სხვა მოსწავლეებმა.  საქველმოქმედო კონცერტიდან  შემოსული თანხა კი გადასცეს  მახარაძეების ოჯახს.
საქველმოქმედო კონცერტს ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაცია და ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლები.