ბლოგების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება

2013 წლის 28 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო „პრიმა ვერაში“ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ბლოგების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვება შედგა. კონკურსი 2012 წლის იანვარში გამოცხადდა და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით 120-მა მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. შვიდ ნომინაციაში წარმოდგენილი ბლოგები მოიცავდა შემდეგ თემებს: ახალგაზრდა მოხალისე, ახალგაზრდა ომბუდსმენი, ბუნების დამცველი, მოქალაქე ჟურნალისტი, ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი, ახალგაზრდა განმანათლებელი, სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბლოგი. პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები ჟიურის საპატიო წევრებმა გადასცეს. ჟიურის წარმოადგენდნენ: ვახტანგ ასანიძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; ირაკლი კუცია, მშვიდობის კორპუსი; ნინო ერემაშვილი, სახალხო დამცველის აპარატი; ნატა სულთანიშვილი, გარემოს დაცვის სამინისტრო; მაია ქობალია, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისათვის“, ირაკლი კაკაბაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ნინო ბექიშვილი, ჟურნალი „ლიბერალი”. სხვადასხვა თემატურ ნომინაციებში პირველი ადგილი დაიკავეს მოსწავლეებმა ლაშა ხასაიამ, ლადო ხასაიამ, ქეთი ლომაძემ, თამარ ლომაძემ, ნიკოლოზ ასტამიძემ, პავლე ტაბატაძემ, ანა არაბულმა, თაკო შაქარაშვილმა, სალომე ჩადუნელმა, მარიკა ხარშილაძემ, მედეა გიგაურმა, გიორგი ჭაღიაშვილმა, მიშიკო ოქროპირიძემ და დავით ჟორჟოლიანმა.
მეორე და მესამე ადგილზე გასული ბლოგების ავტორები ასევე მიიღებენ სამახსოვრო საჩუქრებსა და სერტიფიკატებს.
კონკურსი ჩატარდა PH International-ის სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.