ჩაისუბნის მოსწავლეების ინიციატივით სოფლის ბიბლიოთეკა განახლდება

2013 წლის 14 თებერვალს ჩაისუბნის სამოქალაქო კლუბის წევრები  შეხვდნენ გამგეობის თანამშრომლებს და სოფლის ბიბლიოთეკის საკითხზე ისაუბრეს. კერძოდ, ის რომ წიგნების საცავი ცუდ მდგომარეობაშია და საჭიროებს განახლებას წიგნების გადარჩენად.  პრობლემის უკეთ გაცნობის მიზნით მოსწავლეება ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელში მიიწვიეს. რაიონის  გამგებელმა თამაზ ჯინჭარაძემ და კულტურის განყოფილების წარმომადგენელმა ქეთევან გიორგაძემ დაათვალიერეს გაპარტახებული ბიბლიოთეკა  და აღნიშნეს, რომ წიგნები მართლაც, რომ სავალალო მდგომარეობაშია.

მოსწავლეთა ინიციატივის შედეგად სოფლის თვითმმართველობამ  გადაწყვეტილება მიიღო,  ბიბლიოთეკაში არსებულ წიგნებს გადაიტანენ  ახლაგარემონტებული სოფლის საბავშვო ბაღის შენობაში და ასევე აღდგება ბიბლიოთეკარის გაუქმებული შტატი.
ხოლო ჩაისუბნის სამოქალაქო კლუბის წევრები, როგორც კი მომზადდება ოთახი წიგნების შესანახად, თავად, დაასუფთავებენ და გადაზიდავენ  წიგნებს  ბაღის შენობაში.