სპორტული მოედანი ნიგვზიანის სკოლაში

2013 წლის 14 თებერვალს ნიგვზიანის საჯარო სკოლაში მოეწყო სპორტული ღონისძიება. ღონისძიებას წინ უძღვოდა მირე-გრანტის პროექტის ,,ჩვენ ვქმნით უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოს“ ფარგლებში ჩატარებული საქმიანობა. მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში გაწმინდეს და მიაწესრიგეს სკოლის ეზოს დიდი ნაწილი და სპორტული მოედანი, რომელიც დაფარული იყო გაუვალი ბალახით და ვერ ხერხდებოდა მისი ეფექტურად გამოყენაბა. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ შესაძლებელი გახდა ამ ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებების ჩატარება. მხიარულ სტარტებში 36 მოსწავლისგან შემდგარი 2 გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. გამარჯვებულ გუნდს ჯილდოდ გარდამავალი  თასი გადაეცა. პროექტის ფარგლებში შეძენილი სპორტული ინვენტარით კი მოსწავლეები მომავალშიც ჩაატარებენ სპორტულ ღონისძიებებს.