აშშ-ის ელჩი, ბ-ნი რიჩარდ ნორლანდი თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებს შეხვდა

2013 წლის 20 თებერვალს, ქ. თბილისის # 45 საჯარო სკოლაში გაიმართა ბ-ნ რიჩარდ ნორლანდის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში შეხვედრა თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქ-ნი დანიელა რიფი,  აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი,  ქ-ნი თამარ სანიკიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილე, ბ-ნი ნოდარ სანდუხაძე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია PH International - საქართველოს, თბილისის მოზარდთა სახლის წარმომადგენლები, მოსწავლეები, პედაგოგები და თბილისის სხვადასხვა სკოლების დირექტორები.


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა და ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა  დაათვალიერეს  პროგრამის ფარგლებში სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების და ინიციატივების ამსახველი ფოტო გამოფენა.  ელჩი გაესაუბრა კლუბის წევრ მოსწავლეებს. 


სტუმრებს მიესალმა და პროგრამის შესახებ ისაუბრა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორმა  ქ-ნმა მარინა უშვერიძემ. 

ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ისაუბრა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის და მოსწავლე–ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობაზე დემოკრატიის გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარების პროცესებში.  ბ-ნმა რიჩარდ ნორლანდმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და პედაგოგებს განხორციელებული საქმიანობისათვის.


ღონისძიება გაშუქდა მედია საშუალებების მიერ.