173-ე სკოლის პროექტი „მონობა 21-ე საუკუნეში“

თბილისის #173 საჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბის  წევრებმა მცირე გრანტის  პროექტის „მონობა 21-ე საუკუნეში“ ფარგლებში, რომლის მიზანი იყო საზოგადოებაში ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაციის დონის ამაღლება, ჩაატარეს სხავადასხვა საქმიანობა. კერძოდ,  #173 სკოლის 30 მოსწავლეს ჩაუტარდა ტრენინგი "რატომ უნდა ვიცოდეთ ადამიანებით ვაჭრობის შესახებ".  შემდეგ, ჩატარდა კონფერენცია თემაზე „ მონობა 21-ე საუკუნეში“. კონფერენციაზე მოწვეული იყო  შსს-ს ტრეფიკინგის განყოფილების უფროსი ელზა კუნჭულია, რომელმაც მოსწავლეებს ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.  მოსწავლეებისთვის მოეწყო ფილმის „მძევალის“ ჩვენება. ფილმის ჩვენებას ესწრებოდა შსს-ს სპეციალური ოპერატიული განყოფილების თანამშრომელი დიანა როსტიაშვილი. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
2013 წლის 5 თებერვალს ჩატარდა პროექტის დასკვნითი ღონისძიება-აქცია "მიიღე სწორი გადაწყვეტილება ცხოვრებაში". კლუბის წევრებმა და მათმა  პედაგოგმა მაია გოგუაძემ ჩაატარეს გამოკითხვა თბილისის ქუჩებში „რა იცით ტრეფიკინგის შესახებ“ და დაურიგეს მოქალაქეებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ ტრეფიკინგის თემაზე  დაბეჭდილი საინფორმაციო ბროშურები. გამოიკითხა 30-მდე ადამიანი, მოსწავლეებმა ჩაიწერეს  ვიდეო-ინტერვიუები.