დებატები თემაზე „ქართული ხალხური ფოლკლორი თუ თანამედროვე მუსიკა“

2013 წლის 11 თებერვალს, დიდი სმადის საჯარო სკოლაში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი) ჩატარდა დებატები თემაზე: “ქართული ხალხური ფოლკლორი თუ თანამედროვე მუსიკა“.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში დებატების წარმართვის გამოცდილების ზრდა  და მათი ინფორმირება მუსიკალური ჟანრების შესახებ. მსჯელობა საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა გამოთქვეს თავისი შეხედულებები თითოეული ჟანრის შესახებ, ისაუბრეს თემებზე თუ რამდენადაა დაცული  ქართველი კომპოზიტორების საავტორო უფლებები. მათი დევიზი იყო:"დაიცავი შენი მუსიკალური ტალღა!” და “ქართველების სავიზიტო ბარათი უნდა იყოს,  ქართული სიმღერა.“
დებატების მსვლელობისას დიდი სმადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არ იცოდნენ დებატების  წესები და ხშირად არღვევდნენ მათ, მაგრამ   წამყვანებმა შეძლეს მონაწილეებისათვის დებატების სტრუქტურის გაცნობა და შეთანხმებამდეც მივიდნენ. თითოეულმა მოსწავლემ გამოხატა თავისი შეხედულებები აღნიშნულ დისკუსიასთან დაკავშირებით.