ტრენინგი თემაზე : „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ სამცხე-ჯავახეთში

2013 წლის 28 იანვარს სოფელ კლდის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის წევრებმა მანანა კაპანაძემ და ელენე წიქარიშვილმა ტრენინგი ჩაატარეს ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და სიგარეტის გამოყენების მავნე ჩვევებზე და იმ  სავალალო შედეგებზე, რასაც მათი გამოყენება  იწვევს.
დისკუსია გაიმართა თემაზე „რა არის ცხოვრების ჯანსაღი წესი“. განიხილეს ის საკითხები,  თუ რა პრობლემებს იწვევს ახალგაზრდობაში  მავნე-ჩვევები და რა უნდა გაკეთდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით.
აღნიშნული ტრენინგი ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა, სოფელ კლდის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ თანატოლგანმანათლებლებისაგან  მიეღოთ  ინფორმაცია  ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.