„გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე“-აქცია ზუგდიდში

2013 წლის 15 თებერვალს ლეიკემიით დაავადებულთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად „სამოქლაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში აფხაზეთის #12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივითა და #1 სადისტრიბუციო კომპანია სამეგრელოში „ნოვაცია 2009“ მხარდაჭერით ჩატარდა აქცია „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“. 
ორი დღით ადრე ზუგდიდის მასშტაბით მოსწავლეებმა დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები, რომელიც მოუწოდებდა ყველას მიეღოთ აქციაში მონაწილეობა. ანონსი გავიდა ასევე რადიო „ათინათის“ პირდაპირ ეთერში. 
ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის რესპუბლიკური საავამდყოფოს სისხლის გადასხმის განყოფილებაში დილის 11 საათიდან  მოხალისეებმა დაიწყეს სისხლის დონაცია. აქციის მონაწილეებისთვის კომპანია „ბარამბომ“ გამოყო ტკბილეული. 
აქციაში მონაწილეობა მიიღო ასოციაცია „ათინათის“, რადიო „ათინათის“, პარტნიორი სკოლებისა და „ბარამბოს“ წარმომადგენლობამ, სულ 50-მდე ადამიანმა. 
რადიო „ათინათის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი.
იხილეთ ბმული:  http://radioatinati.ge/news/article