„გააკეთე შენი არჩევანი!“-ჯანსაღი ცხოვრების წესი

„გააკეთე შენი არჩევანი!“ ასე მოუწოდეს მთისპირის (გურიის რაიონი) საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა თანატოლებს, 2013 წლის 6 თებერვალს გამართულ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების მავნებლობის შესახებ და  თანატოლებს გააცნეს. აქციას მხარი დაუჭირა სოფლის ექიმმა გივი ველიჯანაშვილმა და მოსწავლეებს საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.
,, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება განსაკუთრებით საშიშია ახალგაზრდებისთვის, რადგან საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას და ხელს უშლის ორგანიზმის ჩამოყალიბებას და განვითარებას. ამასთან საქართველოს მოზარდთა  43 % თამბაქოს მომხმარებელია!“ - სთქვა მთისპირის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა თენგიზ კალანდაძემ. 
აქციაში მონაწილეობდა 30-ზე მეტი მოსწავლე.  ისინი შეეცადნენ   ხმა მიეწვდინათ მათი მწეველი მშობლებისათვის, რათა არ  შეუქმნან საფრთხე საკუთარი შვილების და გარშემო მყოფი ადამინების  ჯანმრთელობას.