”დემოკრატია მოქმედებაში”

2013 წლის 9 თებერვალს ქ. თბილისის #42 საჯარო სკოლაში ჩატარდა მცირე გრანტის  პროექტის ”დემოკრატია მოქმედებაში” შემაჯამებელი ღონისძიება.
   
შეხვედრაზე განიხილეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები, თუ რამდენად არიან მშობლები ჩართულები სკოლის დემოკრატიზაციის პროცესში  (გამოკითხული იყო 50 მშობელი). კვლევამ დაადასტურა მშობლების, პედაგოგებისა და მოსწავლეების ქსელური, გუნდური მუშაობის აუცილებლობა.   შეხვედრაზე გადაწყდა სასკოლო ცხოვრებაში ჩართული პირების არაფორმალური გაერთიანების შექმნა, რომელშიც ამჯერად შეხვედრის მონაწილეები გაწევრიანდნენ, ხოლო თბილისის #42 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით  შეიმუშავებს და განახორციელებს ქსელის გაფართოებისა და პროდუქტიულობის გაზრდისკენ მიმართულ აქტივობებს.
შეხვედრას ეწრებოდნენ თბილისის #175, 173, 10,  181, 1-ლი ექსპერიმენტული და რუსთავის #15, საჯარო სკოლების  პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები, ფონდის ”თბილისის მოზარდთა სახლის”  და განათლების და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ღონისძიებას ფასილიტატორობას უწევდა  ექსპერტი განათლების საკითხებში ბ-ნი ლაშა მკურნალიძე.
ღონისძიება გაშუქდა საპატრიარქოს ტელევიზია ”ერთსულოვნების” ეთერში.