ძეგვში კიდევ ერთი საქმე გაკეთდა

ძეგვის საჯარო სკოლის  სამოქალაქო კლუბის ინიციატივა, რომელიც მცხეთის გამგეობაში შეხვედრისას გააცნეს გამგებლის მოადგილეს ნუგზარ ხუხუნაიშვილს, უყურადღებოდ არ დარჩენილა:  სკოლის ეზოსთვის აღმოსავლეთის მხრიდან პატარა ჭიშკარი გაკეთდა, რომ სოფლის ამ მხარეს მცხოვრებ მოსწავლეებს სკოლისაკენ გზა შემოკლებოდათ. ეს საკითხი სოფლის გამგებლის ხელშეწყობით მოგვარდა. საერთოდ კლუბის წევრებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა ჩამოუყალიბდათ. ამავდროულად კლუბის მეურვე პედაგოგსა და სოფლის გამგებელს შორის შედგა სიტყვიერი მოლაპარაკება, რომლის საფუძველზეც მალე სკოლის მიმდებარე ხელოვნურსაფარიან სტადიონზე განათებაც მოეწყობა.
"ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის სასაყვედურო ნამდვილად არაფერი გვაქვს, ჩვენი კლუბის თითქმის ყველა ინიციატივაზე მათ სრულ და დროულ მხარდაჭერას ვღებულობთ. ეს გვიხარია და გვეამაყება კიდეც, რადგან ჩვენი ყველა ინიციატივა თემის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებას ემსახურება. გაზაფხული მოდის და ჩვენ ახალ აქტივობებს ვგეგმავთ."_ სთქვა კლუბის ერთერთმა ლიდერმა მეკო კვახაძემ.  
 ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი