„საჭესთან ფხიზლად"

 

2013 წლის 1 თებერვალს, ზუგდიდში, „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“  პარტნიორი სკოლებისა და სამოქალაქო კლუბების 55 წევრისთვის მოეწყო ჯგუფური ვიზიტი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც გაიმართა საქართველოს ალიანსი „უსაფრთხო გზებისთვის“  პროექტის კამპანიის „საჭესთან ფხიზლად“  პრეზენტაცია. 

კამპანია „საჭესთან ფხიზლად“ მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ნასვამობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას.

საქართველოს ალიანსის წარმომადგენელმა მაია ქობალიამ  პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა. გაიმართა დისკუსია საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირების დასჯის ახალ მექანიზმებზე.  ასევე  ნაჩვენები იქნა თემატური ვიდეო რგოლები.

ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსის ვახტანგ  დადუნაძის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები აუცილებელია მოზარდებისთვის. “საზოგადოებამ ნასვამობით გამოწვეულ საგზაო შემთხვევებზე და მის შედეგებზე ინფორმაცია უნდა მიიღოს, რათა შემდგომში, როგორც საკუთარ, ასევე სხვის სიცოცხლეს გაუფრთხილდეს”.