ჰოლოკოსტის საერთაშორისო დღე

2013 წლის 27 იანვარს ასოციაცია „ათინათში“ შედგა ზუგდიდის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრების შეხვედრა საინტერესო სტუმართან - ბატონ ზურაბ კუპრეიშვილთან.  შეხვედრა მიეძღვნა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს. სამოქალაქო კლუბის წევრებმა ბ-ნ ზურაბთან ერთად გამართეს საუბარი ჰოლოკოსტის ტრაგედიაზე. შეხვედრის ბოლოს ჩამოყალიბდა სამუშაო  ჯგუფი, რომელიც  გეგმავს მოიძიოს ვრცელი ინფორმაცია ებრაელი ერის ისტორიასა და  ჰოლოკოსტის ტრაგედიის შესახებ. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე კი მოამზადებს ბუკლეტს, რომელიც გავრცელდება ყველა პარტნიორ სკოლაში. 
შეხვედრას ესწრებოდა სხვადასხვა სამოქალაქო კლუბების 27 მოსწავლე.