“ერთად გადავარჩინოთ ბუნება”

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა მცირე გრანტის  პროექტის ,,გადავარჩინოთ ბუნება!“ ფარგლებში განახორციელეს სხვადასხავ აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავდა თემში გარემოს დაცვის შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, მოსახლეობის ინფორმირებას და მეწყერ საშიშ ტერიტორიებზე გამწვანების გზით საფრთხის შემცირებას. 
 
მოსწავლეებმა მოამზადეს და თემში გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები, ჩაატარეს სემინარი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მოაწყვეს   გამწვანების აქცია. მოსწავლეებმა და თემის წევრებმა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე დაახლოებით 100 ძირი კედრის ჯიშის ნერგი დარგეს. მოსწავლეთა ინიციატივას მხარი დაუჭირა სოფლის მაცხოვრებელმა, რომელმაც მათ უსასყიდლოდ გადასცა კედრის ნერგები,  ხოლო ადგილობრივმა თვითმმართველობამ უზრუნველყო პროექტის მონაწილეები  ხეების დარგვისთვის საჭირო სამუშაო იარაღებით. 
 
პროექტის შედეგად სარგებელი მიიღო მთელმა სოფელმა.  მოსახლეობამ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, გააცნობიერეს სოფელზე ზრუნვის საჭიროება.  სწორედ ამიტომ, მოსწავლეებმა    დამატებით 50 ძირი კედრის ჯიშის ნერგი მიიღეს საჩუქრად და გაზაფხულზე კვლავ მოეწყობა გამწვანების აქციები მეწყერსაშიშ ტერიტორიებზე.