თელავის სამოქალაქო კლუბების წევრების ვიზიტი საპატრულო პოლიციაში

2013 წლის 22 იანვარს თელავის 5და 6 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები ეწვივნენ   საპატრულო პოლიციას, სადაც ისინი შეხვდნენ საპატრულო პოლიციის უფროსს და მის მოადგილეს.   მოსწავლეები გაეცნენ საპატრულო პოლიციის ფუნქციებს, უფლებებს, ვალდებულებებს. გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათ მიერ დასმულ კითხვებზე.
 
მოსწავლეებმა თავის მხრივ მასპინძლებს გააცნეს პროექტის ფარგლებში მათი საქმიანობა. შემდეგ გაიმართა აქცია, რომლის დროსაც სამოქალაქო კლუბის წევრები  მძღოლებს  და ფეხითმოსიარულეებს  სიფრთხილისა და წესრიგისაკენ მოუწოდებდნენ.