„ბავშვთა უფლებები სამოქალაქო აქტივობებისა და უკეთესი მომავლისათვის"

თბილისის #77 სკოლის სამოქალაქო კლუბ „Dream”- ის წევრებმა პროგრამის ფარგლებში განახორციელეს მცირე გრანტი სახელწოდებით „ბავშვთა უფლებები სამოქალაქო აქტივობებისა და უკეთესი მომავლისათვის". გრანტის მიზანი იყო ახალგაზრდა თაობის აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება და სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება. გრანტის ფარგლებში კლუბის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“. მშობლების, სკოლის დირექციისა და მოსწავლეების დახმარებით სკოლაში მოგროვდა ტანსაცმელი, წიგნები და საკანცელარიო ნივთები.

2013 წლის 25 იანვარს, კლუბის ცხრა წევრი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ესტუმრნენ წილკნის ბავშვთა სახლს, სადაც  ბავშვებს (9 ბენეფიციარი) გადასცეს საჩუქრები და მათთვის დამზადებული სამოქალაქო კლუბის მაისურები, რითაც სიმბოლურად დააფიქსირეს წილკნელი ბავშვების სამოქალაქო კლუბში გაწევრიანება, ჩაუტარეს ტრენინგი ბავშვთა უფლებებზე. 
 
 კლუბის წევრები კვლავაც გააგრძელებენ ურთიერთობას წილკნის ბავშვთა სახლის ბენეფიციარებთან და გეგმავენ  მათ დახმარებას სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებების ფარგლებში.