„ერთობის სკვერი“

სოფელ ქვემო ჭალის  სამოქალაქო კლუბის წევრებმა მცირე გრანტის პროეტის ფარგლებში გადაწყვიტეს სოფლის სკვერის მოწესრიგება, რათა  ექციათ იგი ახალგაზრდობის სკვერად, სადაც შეიკრიბებოდნენ თავისუფალ დროს და  განახორციელებენ მრავალ საინტერესო აქტივობას.
 
პროექტის  „ერთობის სკვერი“ ფარგლებში ქვემო ჭალის სამოქალაქო კლუბის „მოქალაქეს“ წევრებმა სკოლის დირექციის, მშობლების და თემის წარმომადგენლების დახმარებით  დაასუფთავეს  ტერიტორია, შეიძინეს სკვერისათვის ინვენტარი და  მოაწყვეს იგი. რის შემდგომაც  მოეწყო პროექტის დახურვის ღონისძიება და შედეგების პრეზენტაცია.  
 
მოსახლეობის აზრით სოფელში მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა  ახალგაზრდებისათვის. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი დაპირდნენ კლუბის წევრებს, რომ უზრუნველყოფდნენ  სკვერის დასუფთავებას მომავალში.