„აქტიური მოქალაქეობა - დავეხმაროთ ერთმანეთს“

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების, ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის, ასოციაცია „მშვიდობა და განათლების“, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მოხალისე  სტუდენტთა  ასოციაციის ერთობლივი აქცია - „აქტიური მოქალაქეობა - დავეხმაროთ ერთმანეთს". 
 
გამოცხადდა  ონლაინ აქცია, რომელიც მიზნად ისახავდა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარებას. აქციის ფარგლებში სისხლის ჩასაბარებლად დარეგისტრირდა 52 ადამიანი. შემოწირულობები გროვდებოდა სამი თვის მანძილზე. აქციაში მონაწილეობა მიიღო 250-მდე ადამიანმა. პარტნიორი სკოლების  მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა, სტუდენტებმა და აფხაზეთის სამინისტროს წარმომადგენლებმა აქციას ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა სატრანსპორტო ხარჯები. ღონისძიებას  დაეხმარება გაუწია შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
 
2012 წლის 28 იანვარს მოეწყო შეხვედრა, რომლის დროსაც ლეიკემიის ცენტრის მცირეწლოვან პაციენტებს დაურიგეს საჩუქრები.  გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის კულტურის სამინისტროსთან არსებულმა ბავშვთა ანსამბლის წევრებმა.
 
ონლაინ ინიციატივა კვლავაც გრძელდება ლეიკემიის ცენტრის მცირეწლოვანი პაციენტების დასახმარებლად. 
 
https://www.facebook.com/events/384671414959865/?fref=ts
https://www.facebook.com/events/151687411649373