იმერეთის რეგიონის სამოქალაქო კლუბების საქმიანობა

2013 წლის 16 იანვარს, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში მოეწყო შეხვედრა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან მერაბ ბარათაშვილთან, ქუთაისისა და წყალტუბოს სამოქალაქო კლუბების მოსწავლეთა მონაწილეობით. ბატონმა მერაბმა მოზარდებს წარუდგინა პრეზენტაცია  ეკოლოგიის საკითხებზე.
 
22 იანვარს, ქუთაისის №41, 21, 23, 32 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა „თანასწორ განმანათლებელთა“ ტრენინგები ჩაატარეს  ქუთაისის №9, 23, 24, 25, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის №1  საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის სოციალური მედიის თემაზე. ტრენინგს ესწრებოდა 108 მოსწავლე. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ სოციალური მედიის მნიშვნელობას და ბლოგის შექმნას.

23 იანვარს, მცირე გრანტების პროექტის ,,დაიხმარე მედია, გახდი აქტიური’’ ფარგლებში ჟურნალისტმა მაკა ჩინიჯიშვილმა  ჩაატარა ტრენიგი ,,მედია და ახალგაზრდობა’’. ტრენინგს ესწრებოდნენ ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის 23 მოსწავლე. 
ტრენინგზე განხილული იყო მედიის მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, მოეწყო სიმულაციური თამაშები და სავარჯიშოები.  

24 იანვარს, ქუთაისის სასკოლო სამოქალაქო კლუბის  36 მოსწავლე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში.  მათ მოინახულეს პარლამენტის მედია ცენტრი და გაეცნენ მისი მუშაობის ფორმას, ასევე პლენარული სხდომებისა და კომიტეტების სამუშაო დარბაზებს. სხდომათა დარბაზში შეხვდნენ უმრავლესობის წევრს ბატონ ომარ ნიშნიანიძეს, რომელთანაც ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის, ამნისტიის კანონის, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის-მეურნეობის და ფინანსების საკითხებზე.

25 იანვარს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში  იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლებმა მათ სასამართლო პროცესის პროცედურები და ქცევის წესები გააცნეს.  მოსწავლეები წინასწარ გაეცნენ საქმეს, გაინაწილეს  როლები. იმიტირებული სასამართლო პროცესი წესების სრული დაცვით წარიმართა. ღონისძიებაში 31 მოსწავლე მონაწილეობდა.