სიახლე სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელოები „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“, „მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში“ „თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის“ და თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან“ შეტანილია საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ კრებულში სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის „როგორ მოვემზადოთ სასერტიფიკაციო გამოცდისათვის“ რეკომენდებული ლიტერატურის ჩამონათვალში. კრებულის ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე http://www.naec.ge/images/doc/MASC_SERT/krebuli_ped_samoqalaqo_ganatleba_2013.pdf

აღნიშნული სახელმძღვანელოები პროგრამამ უსასყიდლოდ გადასცა 740 პარტნიორ სკოლას, ისინი ასევე განთავსებულია თბილისში, ვაკე-საბურთალოს რესურცენტრსა და მასწავლებლის სახლში, ზუგდიდის, ამბროლაურის, ოზურგეთის, ახალციხის, რუსთავის, გორის, დუშეთის, ჭიათურის, თელავისა და ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. დამხმარე სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან http://www.civics.ge/index.php?m=841&cat_id=20