აქცია ბათუმში - „ფრთხილად მატარებელი! დაიცავი უსაფრთხოების წესები!“

2013 წლის 18 იანვარს, ბათუმის  # 2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ბალავარის“  ინიციატივით განხორციელდა აქცია „ფრთხილად მატარებელი! დაიცავი უსაფრთხოების წესები!“   
 
კლუბის წევრებმა აღნიშნული აქციის განხორციელება გადაწყვიტეს, პროექტის ფარგლებში საქართველოს რკინიგზის, დასავლეთ საქართველოს სალიანდაგო სამმართველოში ვიზიტის შემდეგ. აღნიშნულ შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი პრობლემები, რასაც აღნიშნული სამსახური აწყდება. კერძოდ, რკინიგზის გადასასვლელებზე მძღოლების და ფეხითმოსიარულეთა  არასწორი მოძრაობით გამოწვეული უბედური შემთხვევები. აღნიშნულმა საკითხმა მოსწავლეების ყურადღება მიიქცია. მოსწავლეებმა ერთობლივი ინიციატივის განხორციელება გადაწყვიტეს. ინიციატივის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება   რკინიგზის გადსასვლელზე უსაფრთხო მოძრაობის წესების დაცვის შესახებ.   სალიანდაგო სამმართველოს ხელმძღვანელობამ მოსწავლეებს ნება დართო გამოეყენებინათ  სასიგნალო დროშები და სასიგნალო ჟილეტები ინიციატივის განხორციელებისთვის.
 
ქ. ბათუმის მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელზე,  კლუბის წევრებმა მოირგეს რკინიგზის გადასასვლელის მორიგის როლი და რკინიგზაზე გადამსვლელ მძღოლებს და ფეხით მოსიარულეებს ბროშურების სახით მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხო მოძრაობის წესების შესახებ  და მოუწოდეს მათი დაცვისკენ.
 
აქცია წარმატებით განხორციელდა, ლიანდაგზე მოსწავლეების უსაფრთხოებას აკონტროლებდნენ საქართველოს სალიანდაგო სამმართველოს წარმომადგენლები.
 
ღონისძიება გაშუქდა აჭარის ტელევიზიით.