აქცია ,,უფლებები ადამიანებთან -ადამიანებისათვის’’ ქუთაისში

2012 წლის 10 დეკემბერს, ქუთაისის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების ინივიატივით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა.  მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა დისკუსია თემაზე: ,,საქართველო და ადამიანთა უფლებები’’. მოსწავლეებმა ისაუბრეს და იდებატეს დეკლარიაციის ფუნდამენტალურ უფლებებსა და იმაზე, თუ რომელი უფლებებია შელახული ყველზე უფრო საქართველოში.
 
დისკუსიის შემდეგ კლუბის წევრებმა აქცია მოაწყვეს. თითო მონაწილე ადამიანთა უფლებათა დეკლარაციის თითო მუხლს უწევდა პოპულარიზაციას. აქციის მონაწილეები მოქალაქეებს ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს ულოცავდნენ და იმ უფლებებს აცნობდნენ, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ. 
 
,,ჩვენ ვთვილით, რომ ადამიანებმა ნაკლებად იციან თავიანთი უფლებების შესახებ, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ეს უფლებები მათთვის ამ ფორმით გაგვეცნო, მე წარმოვადგენდი ადამინის უფლებათა დეკლარაციის მე-9 მუხლს, ,,არავის დაპატიმრება, დაჭერა ან გაძევება არ შეიძლება თვითნებურად’’ ქუჩაში მყოფ ადამიანებს სწორედ ამ მუხლს ვაცნობდი, ადამინების ინტერესდებოდენენ, ,,ცოცხლად მოსიარულე უფლებებით’’ - განაცხადა ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა სოფიო ორმოცაძემ.