პროექტი „გააგრძელე ისტორია“

გორის #9 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა  მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში  სკოლის  სააქტო დარბაზის რეაბილიტაცია გადაწყვიტა.  სკოლის სააქტო დარბაზი სერიოზულ შეკეთებას  საჭიროებდა,  სახურავიდან ჩამოდიოდა წყალი, დაზიანებული იყო იატაკი  და ა.შ. ამის გამო  სკოლაში არ ტარდებოდა ღონისძიებები და შეხვედრები.
პროექტის მომზადების პროცესში სკოლის დირექტორი ქ-ნი ელენე ხაჩიძე დაუკავშირდა ადგილობრივ ხელისუფლებას და არესებული მდგომარეობა გააცნო. მათი მხრიდან  გამოითქვა ფინანსური დახმარების მზაობა პროექტის დაფინანსების შეთხვევაში.
 
2012 წლის გაზაფხულზე მცირე საგრანტო პროექტის „გააგრძელე ისტორია“ ფარგლებში      დაიწყო სარემონტო სამუშაოები, რომელშიც მშენებლებთან ერთად მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მონაწილეობდნენ.  მშობლებმა შეაგროვეს თანხა, რომელმაც 2499 ლარი შეადგინა და სკოლის ანგარიშზე გადარიცხეს, ხოლო ადგილობრივმა ხელისფულებამ სკოლას 8626 ლარი გადაურიცხა თანადაფინანსების სახით.
 
თემის, ადგილობრივი ხელისუფლების და სკოლის  კოორდინირებული მუშაობის შედეგად სკოლამ მიიღო  სრულიად განახლებული, კომფორტული სააქტო დარბაზი, რომელსაც იყენებს  სკოლის 600 მოსწავლე, მშობელთა კლუბის  წევრები, სკოლის პედაგოგები და ასევე, გარკვეულ შემთხვევებში,  თემის წარმომადგენლები სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ჩასატარებლად.