"ყველა ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს თავისუფლება..."

"ვინ უფრო მეტი იცის სამოქალაქო განათლების შესახებ?’’ ასე უწოდეს დემოკრატიული ჩართულობის დარბაზში 6 დეკემბერს   ოზრუგეთის # 5 , #1 და ბახვის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების  მონაწილეობით გამართულ მხიარულთა და საზრიანთა ვიქტორინას. ერთმანეთს სამი გუნდი ,,მეგობრობა" ,,ჰაკა"  და ,,ცნობისმოყვარეები’’გაეჯიბრნენ. სამოქალაქო განათლების ირგვლივ  დასმულ საინტრესო კითხვებს საინტრესოდ უპასუხეს. სიტუაცურ ამოცანებში თავი გამოიჩინეს და ბავშვის უფლებათა კონვენვცია ლექსებად წარმოგვიდგინეს  აქტიურმა მონაწილეებმა. გამარჯვება  მოიპოვა გუნდმა ,,მეგობრობამ’’.ღონიძიება სიმღერებითა და ცეკვებით გაამრავალფეროვნეს ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  და კიდევ ერთი დაუვიწყარი შეხვედრა აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას. ღონისძიებას 55 ადამიანი ესწრებოდა.