ტრენინგი ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში

2012 წლის 5 დეკემბერს ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში ჩატარდა  ტრენინგი „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს IX, X და  XII კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგის მარინა პოპიაშვილის ხელმძღვანელობით.
 
მოსწავლეებმა  მოამზადეს და წარმოადგეინეს პლაკატები წარწერით: „ნუ იქნები შემდეგი“და „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, რითაც გმობდნენ მავნე ჩვევებს და მოუწოდებდნენ თანატოლებს ჯანსაღი ცხოვრებისაკენ. 
 
მოსწავლეებს პლაკატებთან ერთად მომზადებული ჰქონდათ სტატიები თემასთან დაკავშირებით, სიღრმისეული ინფორმაცია კი მიაწოდა სპეციალურად მოწვეულმა ექიმმა, ლალი ალადაშვილმა, რომელმაც პასუხი გასცა მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს. შემდეგ კი გაიმართა  დისკუსია.