სამოქალაქო კლუბების ფორუმი ჭიათურისა და საჩხერის სამიზნე სკოლების წარმომადგენელთათვის

2012  წლის  28 ნოემბერს,  ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ჭიათურისა და საჩხერის სკოლის მოსწავლეებისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგების მონაწილეობით   სამოქალაქო განათლების ფორუმი ჩატარდა თემაზე: ,,თემში, სკოლაში  არსებული პრობლემების ადვოკატირება თემის, ბიზნეს–სექტორისა და ხელისუფლების მონაწილეობით’’. 
 
ფორუმში  სულ 125 მოსწავლე და მასწავლებელი მონაწილეობდა, რომლებიც ჯგუფებში გადანაწილდნენ, თითეულ ჯგუფს ფასილიტაციას ქუთაისის პროგრამის სამიზნე სკოლების  სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები და სტუდენტები უწევდნენ.  ფორუმზე თემასთან დაკავშირებით, 11  საპროექტო იდეა შემუშავდა. რომლებსაც ჭიათურისა და საჩხერის  სამოქალაქო კლუბები  და საინიციატივო ჯგუფები განახორციელებენ. 
 
,,მოხარული, ვარ რომ   ფორუმში ვიღებ მონაწილეობას,  ჩვენი სამოქალაქო კლუბისთვის ეს არის კარგი გამოცდილებაც და მოტივაციაც, მომავალი საქმიანობებს დასაგეგმად, ‘’-  განაცხადა ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა ნინო ცუცქირიძემ. 
 
,,ჩვენი სკოლისთვის დიდი წარმატებაა, ამ ფორუმის მასპინძლები რომ ვართ, მეამაყება, რომ სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების  პროგრამა ყველა თავის კომპონენტით არის წარმოდგენილი ჩვენს სკოლაში.’’- განაცხადა ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა ცირა ბრეგვაძე.  
 
 ფორუმი გაშუქდა ცენტრალური ტელევიზიის საშუალებით.