შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურორთან ბატონ არჩილ კბილაშვილთან

სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი  მოსწავლეთა სასწავლო ვიზიტები და წარატებული ადამიანებთან  შეხვედრაა. 
 
2012 წლის 1დეკემბერს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბის ინიციატივითა  და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით სასწავლო ვიზიტი მოეწყო თბილისში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში. ფერსათისა და ქუთაისის წარმატებული სამოქალაქო კლუბის წევრები, პედაგოგები, საქართველოს მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს შეხვდნენ. 
 
ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი მოსწავლეებს პროკურატურის სტრუქტურასა და  ფუნქციებზე, დემოკრატიულ ფასეულობეზე, უდანაშაულობის პრეზუმციაზე 2 საათის განმავლობაში ესაუბრა. თავის მხრივ კლუბის წევრებმა პროკურორს სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მნიშვნელობა და დანიშნულება გააცვნეს. 
ბატონმა არჩილმა კლუბის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა და   სამომავლოდ რჩევებიც მისცა. 
 
,,ასეთი შეხვედრები ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ესაა საზოგადებასთან ერთგვარი კავშირი, რაც არასდროს არ უნდა გაწყდეს.’’ - განუცხადა  მოსწავლეებს არჩილ კბილაშვილმა. 
 
პროკურორმა მოსწავლეებს სამახსოვრო  საჩუქრები გადასცა. 
 
,,მოხარული ვართ, რომ ჩვენი დაგეგმილი ინიცაიტივა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  მხარდაჭერითა და ბატონი არჩილის კეთილი ნებით მალევე განხორციელდა. ეს დღე მნიშვნელოვანია ჩვენი სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის‘ - განაცხადა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ივეტა ქარჩხაძემ.