„ჩვენ შენთვის!“ - თბილისის #140 სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივა

2012  წლის 4 დეკემბერს თბილისის #140 სკოლის კლუბის წევრები, სკოლის ადმინისტრაციისა და ფონდი „თბილისის მოზარდთა სახლის“ წარმომადგენლები ეწვივნენ თბილისის იაშვილის სახ. საავადმყოფოს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს. კლუბის წევრებმა წინასწარი კვლევის შედეგად შეიტყვეს ცენტრის ბავშვების საჭიროებები და სურვილები და შეიძინეს დისკები და ჩაუწერეს ბავშვებს მათთვის სასურველი ფილმები. 
 
ცენტრთან მდებარე „მშობელთა სახლში“ გაიმართა ფილმისა და მულტფილმების ჩვენება, ხოლო, უფროსი ასაკის მოზარდებისთვის  ჩატარდა ტრენინგი ბავშთა უფლებების შესახებ. ასევე, კლუბის წევრებმა ცენტრის ბავშვებს სათამაშოები გადასცეს.
 
კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს განაგრძონ ურთიერთობა ცენტრის ბავშვებთან და პერიოდულად მოინახულონ სხვადასხვა  აქტივობის ჩასატარებლად.