ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის განცხადება

ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსი ჩატარდეს თბილისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში

  34 ქართველი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას ინგლისური ენის მართლწერის პირველ ეროვნულ კონკურსში

 

თბილისი, საქართველო, 29 ნოემბერი, 2012 წელი– ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი პარტნიორობს ამერიკის შეერტებული შტატების საელჩოსა და ამერიკულ კუთხესთან, რომლებიც მხარს უჭერენ ინგლისური ენის მართლწერის ეროვნულ კონკურსს საქართველოში. მთელი ქვეყნის მაშტაბით 36 სტუდენტი შეეჯიბრება ერთმანეთს 2013 წლის 30 მარტის ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, თბილისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში.

 პირველი ეტაპისათვის 171 სკოლასა და 2,460 მოსწავლეზე მეტმა მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში, რომელიც 29 ოქტომბერს თვის ბოლო კვირას ჩატარდა ადგილობრივ სკოლებში. თითოეული სკოლიდან უმაღლესი შეფასების მქონე მოსწავლეები მიწვეულნი იქნებიან რეგიონალურ კონკურსში,  რომელიც ჩატარდება 3–7 დეკემბერს აღნიშნულ რეგიონალურ ცენტრებში. ამ ცხრა რეგიონის გამარჯვებულები გადავლენ შემდგომ ეტაპზე, რაც  გულისხმობს 2013 წლის 30 მარტის ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსის დასკვნით ეტაპს.

ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსი დაფუძნებულ იქნა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე, ხელი შეეწყოთ სკოლებში ინგლისური ენის შესწავლისათვის და ამასთან გამოევლინათ როგორც წარმატებული  მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. ეს შესანიშნავი, ახალი პროექტი იძლევა  შესაძლებლობას, რომ VIII-XII კლასის მოსწავლეებმა გარდა მოგზაურობისა, წარმოაჩინონ როგორც საკუთარი თავები, ასევე ასახელონ თავიანთი ადგილობრივი საზოგადოება, გაიმარჯვონ და მიიღონ შესანიშნავი პრიზები.

ღონიძიების შესახებ უახლესი ინფორმაციისათვის, იხილეთ spellingcompgeorgia.tumblr.com  

                                                                       

 

ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი დაფუძნდა 2012 წელს, რათა დააჯილდოვოს სტუდენტები და მასწავლებლები თავიანთი შრომისათვის და იზეიმოს მათი მიღწევები საზოგადოებრივი  ფორუმით. ღონისძიებას მართავს ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსის კომიტეტი, რომელიც შედგება საქართველოს მაშტაბით მოხალისეთა ჯგუფისაგან. კომიტეტი ცდილობს ინგლისური ენის შესწავლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას. ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსის კომიტეტი თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამთავრობო პირებთან, სკოლებთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ამერიკის კუთხესთან, მშვიდობის კორპუსსა და ამერიკის მეგობართა კლუბთან.    

 მეტი ინფორმაციისათვის ღონისძიების შესახებ ან სპონსორობის შესაძლებლობებზე, გთხოვთ, დაგვიკადარეკეთ: გუს დევიდსონი T 599 093 608, gdavidson86@gmail.com ან ეწვიეთ საიტს  spellingcompgeorgia.tumblr.com .