ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

2012 წლის 22 ნოემბერს სოფ. ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ლანჩხუთის საკრებულოს ეწვივნენ და თავმჯდომარეს ბატონ ზვიად აფხაზავას  შეხვდენენ. შეხვედრაზე კლუბის ახალ წევრებს თავმჯდომარემ საკრებულოს საქმიანობა გააცნო და ასევე ესაუბრა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მნიშვნელობაზე.
 
შეხვედრის ყველაზე საინტერესო და ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო აქტივობა-თამაში, რომლის ინიციატორი საკრებულო იყო. აქტივობაში მონაწილეობას იღებდა კლუბის 19 წევრი და მასპინძელი. თამაშს ასეთი სტრუქტურა ჰქონდა: მონაწილეებს დაურიგდათ პატარა ფურცლები, რომლებზეც საზოგადოებრივი გაერთიანებების დასახელებები ეწერა. მაგ: ცხოველთა დაცვის საზოგადოება, გარემოს დამცველი ორგანიაზციები და ა.შ. 30 ასეთი პატარა ფურცლისგან კლუბის წევრებს უნდა აერჩიათ, მათი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი. მოსწავლეების არჩევანი იყო თავისუფალი მედია, თავისუფალი სასამართლო, სამართლიანი არჩევნები და კანონის უზენაესობა. დასასრულს თითოეული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია თავად მასპინძელმა გააკეთა და უფრო ძირფესვიანად განუმარტა კლუბის წევრებს აღნიშნული დაწესებულებების მნიშვნელობა.