დისკუსია თემაზე: „ტოლერანტობის არსი“ სხვილისის საჯარო სკოლაში

2012 წლის 21 ნოემბერს სხვილისის სომხურ ენოვან სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგის საგუმე ამბარცუმიანის და სამოქალაქო კლუბის „სამშობლოს“ მოსწავლეების ორგანიზებით  ტოლერანტობის თემაზე ღონისძიება მოეწყო.  ღონისძიებას ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები, სხვილისის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და ამავე სკოლის  მოსწავლეები ესწრებოდნენ.
სამოქალაქო კლუბის წევრებმა წარმოადგინეს არატოლერანტული ქცევების ამსახველი ორი სკეჩი.   სკეჩები ადამიანთა შორის  სიყვარულის, სიკეთის და ურთიერთპატივისცემის აუცილებლობას ეხებოდა. ასევე ასახული იყო ადამიანი, რომელიც საზოგადოებისაგან  სოციალური ნიშნით იყო გარიყული.  თითოეული სკეჩის დასრულების შემდეგ ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა და მონაწილეებმა დისკუსია გამართეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
სამოქალაქო კლუბის წევრებმა წარმოადგინეს სლაიდ შოუ და  ტოლერანტობის გამომხატველ თვისებებზე ისაუბრეს, ასევე, განხილული იყო ბავშვთა უფლებები.  
ღონისძიების დასასრულს გაკეთდა სურვილების ხე, „რა უნდა გაკეთდეს სკოლაში, რომ სკოლა უფრო ტოლერანტული იყოს“, მოწვეულმა სტუმრებმა და  ღონისძიების ყველა მონაწილემ  საკუთარი მოსაზრებები გამოხატეს. 
ღონისძიებაზე მოეწყო ტოლერანტობის თემაზე შექმნილი კედლის გაზეთების პრეზენტაცია. აღნიშნული ღონისძიება სომხურ ენაზე მიმდინარეობდა, ქართველ სტუმრებს   თარჯიმნობა სხვილისის საჯარო სკოლის მოსწავლემ გაუწია.