სამოქალაქო კლუბის ჟურნალის პრეზენტაცია თბილისის 45 სკოლაში

2012 წლის 22 ნოემბერს თბილისის #45 საჯარო სკოლის  სააქტო დარბაზში გაიმართა სკოლის სამოქალაქო კლუბის მიერ  გამოშვებული ჟურნალის „სმარტ მოქალაქე“ პრეზენტაცია. ჟურნალის პრეზენტაცია წარმოადგინა კლუბის წევრმა თემურ ვაშაძემ. მან ისაუბრა თუ როგორ აღიძრა ჟურნალის შექმნის იდეა, რა მიზნებს ემსახურება იგი და რა სამუშაო განახორციელეს კლუბის წევრებმა ჟურნალის მომზადების პერიოდში.
სიტყვით გამოვიდნენ და მოსწავლეებს ინიციატივის წარმატებით განხორციელება მიულოცეს მოწვეულმა სტუმრებმა, #45 სკოლის დირექტორმა მზია გელაშვილმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ირინე ხატიაშვილმა.
მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი განაგრძონ ჟურნალის გამოცემა და იმუშაონ მის ელექტრონულ ვარიანტზე, რათა საზოგადოებას საშუალება ჰქონდეს სისტემატურად გაეცნოს სამოქალაქო პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და  პროექტებს.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა კონცერტი  სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. 
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მოზარდთა სახლის სამოქალაქო პროგრამის კოორდინატორები,  თბილისის სკოლების  სამოქალაქო კლუბის წევრები, #45 სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები, სულ 80 ადამიანი.