ერთობლივი დასუფთავების აქცია სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის სკოლებში

2012 წლის 19 ნოემბერს, დღის 14:00 სთ–ზე სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის 50 პარტნიორ სკოლაში ერთდროულად დაიწყო დასუფთავების აქცია, რომელიც განხორციელდა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში“. აქციაში მონაწილეობა მიიღეს 50 სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრებმა, პედაგოგებმა, მშობლებმა და ასევე თემის წარმომადგენლებმა. მათ დაასუფთავეს სკოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიები, რამდენიმე სკოლამ აქციის ფარგლებში ნარგავებიც დარგო.  აქციას მხარდაჭერა გაუწია პროკრედიტ ბანკის ზუგდიდის ფილიალმა, რომელმაც აქციის მონაწილეებს 30 ხელთათმანი და 60 პარკი შეუძინა. 
აქციაში  3000–მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.