ტრენინგი დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენების შესახებ სომხურ ენოვანი სკოლის პედაგოგებისათვის

2012 წლის 10-11  ნოემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ენის სახლში სამოქალაქო განათლების   სომხურ ენოვანი სკოლების პედაგოგებისათვის ჩატარდა ტრენინგი სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს გამოყენების შესახებ. ტრენინგს დაესწრო სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონების სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართული სომხურ ენოვანი სკოლების 35  სამოქალაქო განათლების პედაგოგი. 
  
ტრენინგი ჩატარდა სომხურ ენაზე, ტრენინგს ნინოწმინდის ენის სახლის ხელმძღვანელი ელმირა ქსპოიანი ატარებდა, პედაგოგებმა მიიღეს ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში გამოცემული სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენების შესახებ. 
აღნიშნული ტრენინგი მნიშვნელოვანი აღმოჩდა პედაგოგებისათვის, რადგან ტრენინგზე მიღებული პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით სამოქალაქო განათლების გაკვეთილები უფრო ხარისხიანი და შინაარსიანი იქნება.  აღსანიშნავია, რომ დამხმარე სახელმძღვანელოები უკვე აქვთ სკოლებში და  ბევრი მათგანი აქტიურად იყენებს სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე.