საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის დღე

2012 წლის 18 ნოემბერს,  საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით,  ხაშურის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბმა ქუჩაში სანქცირებული მსვლელობა მოაწყო. 
კლუბის წევრებმა მოამზადეს  პლაკატები და მძღოლებს და სხვა მოქალაქეებს   კიდევ ერთხელ მოუწოდეს  დაიცვან მოძრაობის წესები  -  „შეიკარით ღვედი!“,  „ნუ დასხდებით საჭესთან ნასვამი!“, „გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს!“ ,  „პატივი ეცით  ერთმანეთს“.
საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის დღის გამართვა სამოქალაქო კლუბმა  ხაშურის საპატრულო პოლიციასთან შეათანხმა. მსვლელობის დროს მოსწავლეებს, მათი უსაფრთხოების მიზნით  საპატრულო პოლიციის მანქანა მიაცილებდა.