ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა გორში

2012 წლის 19  ნოემბერს ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე აღნიშნეს  შიდა ქართლის  სამოქალაქო კლუბებმა.
ამ დღესთან დაკავშირებით საზოგადოება „ბილიკში“ კონფერენცია გაიმართა.  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართულ  შიდა ქართლის საჯარო სკოლებში  გამოცხადდა კონკურსი თემაზე  „არ დავუშვათ ძალადობა“.  საკონკურსო თემებიდან შეირჩა  7 საუკეთესო თემა, რომლის  პრეზენტაციაც კონფერენციაზე მოეწყო.  

პრეზენტაციის  შემდეგ,  მოწვეულმა სტუმრებმა - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,  წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის და  ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენლებმა  ისაუბრეს   ძალადობის მიზეზებზე, ფორმებზე, შედეგებსა და მის აღმოფხვრის გზებზე.  სტუმრებმა ბავშვებისათვის საინტერესო კითხვებზე გასცეს პასუხები. ნაჩვენები იქნა საზოგადოება „ბილიკის“ ჟურნალისტიკის სტუდიის მიერ ბავშვზე ძალადობის თემაზე შექმნილი ვიდეო რგოლი,  რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. 
შეხვედრის ბოლოს თემების და ნახატების ავტორებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. 
სტატია ღონისძიების შესახებ გამოქვეყნდა გაზეთში „გორის მაცნე“.