სოცმედიის ტრენინგი მომავალი ბლოგერებისათვის

2012 წლის 17-18 ნოემბერს მცხეთა - მთიანეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის,  მცხეთაში,  სოციალური მედიის ტრენინგი ჩატარდა. თითოეული ტრენინგისათვის შერჩეული იყო 10-11 მონაწილე.  ტრენერებმა ქეთი ბიგვავამ და ბესო კუნელაურმა მოსწავლეებს გააცნეს ტრადიციული და სოციალური მედიის თანმხვედრი და განსხვავებული მახასიათებლები. ესაუბრნენ სახალხო ჟურნალისტიკის არსზე, ჟურნალისტის პასუხისმგებლობაზე, სოციალური მედიისა და ტრადიციული მედიის ერთობლივ მოქმედებაზე.

ტრენინგის მონაწილეებმა ვორდპრესის პლატფორმაზე დაარეგისტრირეს საკუთარი ბლოგები შეთავაზებული თემატიკის მიხედვით და შეიძინეს სოციალურ მედიაში მუშაობის  უნარები. უნდა აღინიშნოს ტრენერების მუშაობის დინამიური სტილი, რომელმაც ხელი შეუწყო მსმენელთა  აქტივობას.

ტრენინგზე მიღებული ცოდნა მომავალ ბლოგერებს ახალი საკლუბო აქტივობების დაგეგმვაში, ორგანიზებაში და საკლუბო საქმიანობის პოპულარიზებაში დაეხმარებათ.

წლევანდელ სასწავლო წელს ანალოგიური ტრენინგები უკვე ჩაუტარდა 120 ახალგაზრდას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პროექტით განსაზღვრული ტრენინგების დასრულებისას მონაწილეთა რაოდენობა 540-ს მიაღწევს. 


„სოციალურ ქსელებზე ბევრი რამ ვიცოდი და ბლოგიც მქონდა, მაგრამ დღეს და გუშინ მივხვდი, რომ კიდევ მეტი ცოდნაა საჭირო და ტრენინგმა ამის საშუალება მომცა“ - სთქვა სანდრო გოქაძემ, მუხრანის საჯარო სკოლის მოსწავლემ.

„ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგით, შინ ვბრუნდები იმ განწყობით, რომ კარგი ბლოგი შევქმნა და ჩემი ცოდნა სხვებსაც გავუზიარო“-სთქვა მარიამ სულიაშვილმა, მაღაროსკარის საჯარო სკოლის მოსწავლემ.
 ძდექ-ის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი