სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური კონფერენცია

ილია ჭავჭვაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართულ  სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში  გამოცხადდა კონკურსი თემაზე: „ილია -  როგორც მოქალაქე და საზოგადო მოღვაწე“.  შემოვიდა 37 საკონკურსო თემა,    რომელიც შეფასდა  ჟიურის მიერ  და  აირჩა 15 თემა, რომლის პრეზენტაცია  ბორჯომის მუნიციპლიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში  მოეწყო. 
საკონფერენციო თემების პრეზენტაციის  შემდეგ,  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის და  ისტორიის პედაგოგებმა, რომლებიც  წარმოადგენდნენ ასევე ჟიურის,  გამოავლინეს სამი გამარჯვებული: პირველ ადგილზე - ახალციხის #2 საჯარო სკოლა - მარიამ გელაშვილი, მეორე ადგილზე ბორჯომის #6 საჯარო სკოლა - ანი ტალახაძე  და მესამე ადგილზე სხვილის საჯარო სკოლა- ანა არუთუნიანი. გამარჯვებული სამი თემის ავტორი სახელმძღვანელოებით დაჯილდოვდა, ხოლო მეორე ეტაპზე გასულ 12 მონაწილეს სერთიფიკატები გადაეცათ. ასევე, გამოიკვეთა კონფერენციაზე „ჟიურის სიმპატია“, ყველაზე პატარა მომხსენებელს, ბორჯომის N1 საჯარო სკოლიდან - ია დათუნაშვილს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო კლუბის სახელმძღვანელო გადაეცა.
კონფერენციის მიზანი იყო საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მონაწილეებს ილია ჭავჭვაძის მოქალაქეობრივ დამოკიდებულებაზე და აქტივობებზე ესაუბრათ. ასევე, საკუთარი აზრი გამოეთქვათ ილიას მოღვაწეობაზე,  რაც ძალიან კარგად გამოჩდა თითოეულ საკონფერენციო თემაში. კონფერენციის მიმდინარეობის დროს ნაჩვენები იყო ვიდეო რგოლი ილიას მოღვაწეობის შესახებ. 
კონფერენციას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა საჯარო სკოლის  პედაგოგები, მოსწავლეები და  მშობლები.
ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი ტელე/რადიო კომპანია „მე-9 არხისა“ და  ტელე/რადიო კომპანია „ბორჯომის“ მიერ.