ლესის სკოლაში მხიარული სტარტები მოეწყო

2012 წლის 5  ნოემბერს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ლესის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით სკოლაში მხიარული სტარტები მოეწყო ამავე სოფელში არსებული საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების მონაწილეობით. ღონისძიებამ მხიარულ ატმოსფეროში ჩაიარა. მონაწილე გუნდებს სამახსოვრო პრიზები გადაეცა.
 
ლესის ბავშვთა სახლში 8 პატარა ბიჭი  ცხოვრობს. სასწავლებლად ლაჩხუთის სასულიერო გიმნაზიაში დადიან. მათი დედობილი ნატო კუნჭულია ამბობს: “მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები სკოლაში სწავლობენ, ისინი მოკლებულნი არიან მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის ბედნიერებას. არადა,  მათთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებაში გამოჩენა სწორედ ამგვარად. ისინი მხიარული სტარტების  მონაწილეები იყვნენ და თავი არ დაუზოგავთ გამარჯვებისთვის“.