ვიზიტი ახალციხის მუნიციპალიტეტის სასამართლოში

2012 წლის 2 ნოემბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის სამოქალაქო კლუბების წევრები  ეწვივნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის სასამართლოს, გაეცნენ სასამართლოს მუშაობის პრინციპს და ასევე დაესწრნენ სასამართლო პროცესს, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია მათში და გამოთქვეს სურვილი მომავალშიც დაესწრონ სხვადასხვა პროცესებს, რათა უკეთ გაეცნონ მართლმსაჯულების საკითხებს. პროცესს ესწრებოდა სამოქალაქო კლუბების 10 წევრი.