ტრენინგი დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენების შესახებ აზერბაიჯანელი პედაგოგებისათვის

2012 წლის 10-11 ნოემბერს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და ბოლნისის #5 საჯარო სკოლაში აზერბაიჯანელი პედაგოგებისათვის ჩატარდა ტრენინგი სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს გამოყენების შესახებ. ტრენინგს დაესწრო  ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართული აზერბაიჯანული სკოლების 27  სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
 
ტრენინგი ჩატარდა აზერბაიჯანულ ენაზე, ტრენინგს უძღვებოდა ხანუმ ახმედოვა. პედაგოგებმა მიიღეს ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში გამოცემული სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენების შესახებ. აზერბაიჯანულენოვანმა პედაგოგებმა გამოხატეს დიდი მადლიერება სახელმძღვანელოების კარგად შესრულებული თარგმანის გამო.
 
ტრენინგს დაესწრო სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორი ქ-ნი ნინო ბესელია. პედაგოგებისათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა წიგნის ავტორთან შეხვედრა, რომელსაც მრავალი პრაქტიკული შეკითხვა დაუსვეს და მიიღეს კვალიფიციური პასუხი. პედაგოგები კმაყოფილნი დარჩნენ ტრენინგით, აღნიშნეს რომ დამხმარე სახელმძღვანელოებს ბევრი მათგანი აქტიურად იყენებს სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე. პედაგოგებმა  გამოთქვეს სურვილი დამატებითი ტრენინგების ჩატარებისა.