გორის და ახალციხის სამოქალაქო კლუბებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2012 წლის 2 ნოემბერს ახალციხის #1 საჯარო სკოლის და გორის მე-7 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი,  რომელიც ძალაშია 2016 წლის 31 დეკემბრამდე. მემორანდუმის მსვლელობის პერიოდში დაგეგმილია კლუბებს შორის ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელება.  შეხვედრის დროს გორის სამოქალაქო კლუბმა ჩაატარა პრეზენტაცია თემაზე „ნატო-ევროკომისიის როლი საქართველოში“. მოსწავლეთა შორის  გაიმართა საინტერესო დებატები. 
 
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის კულტურულ საგანმანათლებლო, მოსწავლე ახალგაზრდობის სამოქალაქო კლუბის და ახალციხის #6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ  “დისპრესიის" მოსწავლეები.
მოსწავლეებმა  დაათვალიერეს ისტორიული ციხე-ქალაქი და ახალციხის მე-6 სკოლის მოსწავლის, ახალგაზრდა მხატვრის ნანა მაისურაძის გამოფენა.
 
ღონისძიება განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერით.  
 
ღონისძიება გაშუქდა სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ტელევიზიის მიერ.