დებატების ფინალური ტურნირი თელავში

2012 წლის 9 ნოემბერს, თელავში ჩატარდა დებატების ფინალური ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდნენ დებატების კონკურსში გამარჯვებული სასკოლო სამოქალაქო კლუბები კახეთის 8 რეგიონიდან. 

აღნიშნული ტურნირი გასული სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში მონაწილეობდა კახეთში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორი 57 სკოლა. ტურნირის განმავლობაში და ფინალურ თამაშში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა.


გამარჯვებული სკოლები ფინალში ერთმანეთს შეეჯიბრნენ კახეთის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. დებატები გაიმართა შემდეგ თემებზე: უსაფრთხო სკოლა, ბავშვთა უფლებები, საგამოცდო რეფორმა. დებატებში  საბოლოო გამარჯვება მოიპოვა ახმეტის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლის გუნდმა, რომელსაც წარმომადგენდნენ  გიორგი ბეგიაშვილი და გიორგი ნაროზაული.

ფინალური  შეხვედრის ბოლოს თითოეულ გუნდს გადაეცათ თასი და სერთიფიკატი, ხოლო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საჩუქრად სამოქალაქო განათლების ლექსიკონები გადასცეს.


შეხვედრა გაშუქდა ტელეკომპანია “თანამგზaვრის”, ტელეკომპანია “გორდას” და “ინფო 9-ს” მიერ.


თელავის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი