სამოქალაქო კლუბის წევრების საქმიანობა მარტვილში

2012 წლის 2 ნოემბერს, „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გამართეს აქცია  სახელწოდებით „არა ნიკოტინს“. კლუბის წევრებმა მარტვილში დაარიგეს სპეციალურად დამზადებული ბუკლეტები ნიკოტინის მავნებლობის შესახებ, რომელიც მათ მიერ მოძიებული მასალით იყო შედგენილი. ამ აქციით მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს საზოგადოებას ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისაკენ. აქციაში მონაწილეობდა კლუბის 10 აქტიური წევრი. 
 
ამავე დღეს მარტვილის  მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა შეხვედრა  პოლონელ მოხალისესთან. მან ისაუბრა მოხალისეობის  არსზე და მნიშვნელობაზე, რაც სამოქალაქო განათლების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ასევე პოლონეთის კულტურისა და ტრადიციების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა.
ღონისძიებას დაესწრო ბანძის, მარტვილისა და ინჩხურის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის  98 წევრი და რამდენიმე სამოქალაქო განათლების პედაგოგი.