სურამის სამოქალაქო კლუბის წევრების ვიზიტი ბათუმში

2012 წლის 19-21 ოქტომბერს სურამის მე-3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის  12 წევრი იმყოფებოდა ბათუმის 25-ე საჯარო სკოლაში, სადაც  მოეწყო აჭარის და შიდა ქართლის სამოქალაქო კლუბების საქმიანობების, წარმატებული ინიციატივების და ბლოგების  პრეზენტაცია.  შეხვედრის დროს კლუბის ლიდერებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს ერთობლივი ინიციატივების,  პროექტებისა და გაცვლითი ღონისძიებების განხორციელებას.


კლუბის წევრები ორი დღე ცხოვრობდნენ ბათუმელი მოსწავლეების სახლებში და მათ დაუვიწყარი დრო გაატარეს ახალ მეგობრებთან ერთად.  მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბათუმის  ღირსშესანიშნაობები, მხარეთმცოდნეობის და ხელოვნების მუზეუმები. შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა ბათუმის მოსწავლეების ვიზიტი სურამში.


 „ორდღიანი ვიზიტი ბათუმში დაუვიწყარი იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის. შევხვდით სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ბათუმელ მონაწილეებს,  და სამოქალაქო კლუბების წევრებს, გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები, გავაკეთეთ ჩვენს მიერ განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია. სამუშაო შეხვედრების შემდეგ დავათვალიერეთ ბათუმის ღირსშესანიშნაობები. ვიზიტი საკმაოდ შედეგიანი იყო – გავიგეთ მეტი ჩვენი თანატოლების საქმიანობის შესახებ, გავეცანით მათ კულტურას და შევიძინეთ ბევრი მეგობარი. შევთანხმდით, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ მეგობრობას და თანამშრომლობას“. - ანი  ნოზაძე, სურამის  საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი.