დისკუსია არჩევნების წარმართვის საკითხებზე

2012 წლის 17 ოქტომბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გურიის ცხრამეტი სამოქალაქო კლუბის წარმომადგენლებმა  სტუმრად   ოზურგეთის №60 ოლქის  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილი და იურისტი გიორგი ხუროშვილი მოიწვიეს. შეხვედრა გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში შედგა და ძირითადი სასაუბრო თემა კენჭისყრის პროცედურები და ზოგადად არჩევნების წარმართვასთან დაკავშირებული საკითხები იყო. საუბრის თემამ ბევრი მოსწავლე დააინტერესა არჩევნების სფეროთი. ზოგიერთმა მათგანმა გამოთქვა სურვილი - მათი პროფესიული ინტერესი სწორედ ამ სფეროს დაუკავშიროს.


გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი