ღია გაკვეთილი ზუგდიდის #9 საჯარო სკოლაში

2012 წლის 30 ოქტომბერს ზუგდიდის #9 საჯარო სკოლაში ჩატარდა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ დაგეგმილი ღია გაკვეთილი თემაზე: "პიროვნული და საზოგადოებრივი კონფლიქტი".


ღონისძიებას უძღვებოდა ზუგდიდის #9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი სოფიო კაკაჩია. გაკვეთილი დინამიურად და საინტერესოდ წარიმართა. გაკვეთილს ესწრებოდა 17 პედაგოგი სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონის პარტნიორი სკოლეიდან, ასევე კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის წარმომადგენლეი: თეა გულუა და ქალბატონი ქეთი კობულაშვილი, ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ლელა ქებურია და „სამოქალაქო განათლეისა და პედაგოგთა გადამზადეის პროგრამის“ კოორდინატორის ასისტენტი სამოქალაქო კლუბების კომპონენტში  ლალი გამისონია.