დისკუსია თემაზე: „მოსწავლეთა უფლებები და მოვალეობები“ სხვილისის საჯარო სკოლაში

2012 წლის 31 ოქტომბერს სხვილისის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის „სამშობლოს“ წევრების ინიციატივით გაიმართა დისკუსია თემაზე: „მოსწავლეთა უფლებები და მოვალეობები“. შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები - დავით თაბუნიძე და პეტროს ერემიანი.


სამოქალაქო კლუბის  აქტიურობით  შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა, მოსწავლეებმა   აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია და ნახატების გამოფენა მოაწყვეს. მოწვეული სტუმრები აქტიურად ჩაერთვნენ სამოქალაქო კლუბის მიერ გამართულ დისკუსიაში და ასევე პასუხობდნენ მოსწავლეთა მიერ დასმულ კითხვებს.

შეხვედრის შედეგად მოხდა მოსწავლეთა ინფორმირება მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ და ასევე მათთვის საინტერესო კითხვებს პასუხი გასცეს კომპეტენტურმა პირებმა სამართალდამცავი ორგანოებიდან.