სამოქალაქო კლუბის წევრების ვიზიტი თელავის იუსტიციის სახლში

2012 წლის 26 ოქტომბერს თელავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები იმყოფებოდნენ თელავის იუსტიციის სახლში. შეხვედრა მოეწყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში   და მიზანად ისახავდა  იუსტიციის სახლის დათვალიერებას და მისი მუშაობის გაცნობას. მოსწავლეებს  იუსტიციის სახლის მენეჯემრა  მოკლე ექსკურსი ჩაუტარა და იუსტიციის სახლის ფუნქციები გააცნო, შემდეგ  მოსწავლეებმა დაათვალიერეს კლიენტთა მომსახურების სივრცე,  ესტუმრნენ „ბექ ოფისს„ სადაც მზადდება დოკუმენტაცია, ასევე  მოინახულეს სააღსრულებლო ბიურო და ამავე შენობაში განთავსებული პროკურატურა. მოსწავლეებს თითოეული განყოფიულების მუშაკებმა გააცნეს მათი მუშაობის პრინციპები და უპასუხეს მოსწავლეების ყველა შეკითხვას.